მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია

საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ მაისში 424,514 შეადგინა, რაც 64,770-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +18%-ია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
მათივე ცნობით, მაისში საქართველოში 723,160 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.2%-ია.
“პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +48.2%, შვედეთი +31.2%, პოლონეთი +27.2%, გერმანია +26.4%, საფრანგეთი +26%, ნიდერლანდები +22.3%, და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყირგიზეთი +135.4%, უზბეკეთი +90.5%, ყაზახეთი +84.6%, ჩინეთი +56.4%, ბელარუსი +45.8%, აშშ +33.9% და სხვა.
2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 2,988,478 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,655,163 შეადგინა, რაც 121,378-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +7.9%).
​წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის აპრილის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 277 მილიონ დოლარს (ზრდა +16.1%), რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.