მაკრონმა ელტონ ჯონს, საპატიო ლეგიონელის ორდენი გადასცა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მარკონმა, ბრიტანელ პოპ-არტისტს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონელის ორდენი უბოძა.
ცერემონია ელისეის სასახლეში, მუსიკის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, – ინფორმაციას საფრანგეთის ლიდერი, საკუთარი „Twitter“-ის გვერდზე აქვეყნებს.
მარკონის თქმით, რომ ის ჯონს საფრანგეთის უმაღლეს ჯილდოს, არა მხოლოდ მისი შემოქმედების, არამედ ჯონის მიერ დაფუძნებული, შიდსთან ბრძოლის ფონდის გამო გადასცემს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ელტონ ჯონის ფონდი 1992 წლიდან არსებობს და უკვე 450 მილიონ ევროზე მეტის მოგროვება შეძლო.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.