მალაიზიური ბოინგის საქმეზე რუსეთის 3 და უკრაინის 1 მოქალაქეა ეჭვმიტანილი

ჰოლანდიელ გამომძიებელთა ჯგუფმა უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური „ბოინგის“ საქმეზე ეჭვმიტანილები დაასახელა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა ეჭვმიტანილების სახელები კატასტროფაში გარდაცვლილების ნათესავებს დაუსახელეს, ოფიციალური პრესკონფერენცია კი ჰააგაში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.

გამოძიების ვერსიით, 4 ეჭვმიტანილიდან 3 რუსეთის, ერთი კი უკრაინის მოქალაქეა. ესენი არიან: რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ვეტერანი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი დუბინსკი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ოლეგ პულატოვი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსი, უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო.

საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა, 24 მაისს „მალაიზიის ავიახაზების“ ანგარიში წარადგინა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ „ბუკი“, რომლიდანაც „ბოინგი“ ჩამოაგდეს, კურსკთან არსებულ 53-ე საზენიტო ბრიგადიდან წაიღეს. რუსეთი მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებას კატეგორიულად უარყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატები სრულებით ენდობა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, რომლის დასკვნითაც, მალაიზიური „ბოინგი“ რუსული „ბუკით“ ჩამოაგდეს.

2014 წელს თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისსს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი.