მალხაზ მაჩალიკაშვილი გვიან ღამით კლინიკაში გადაიყვანეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ, გვიან ღამით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ის შეუძლოდ, პარლამენტის წინ, კარავში ყოფნისას გახდა.
ადგილზე პირველადი დახმარება მას, სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ექიმებმა აღმოუჩინეს, თუმცა მოგვიანებით ის, დამატებითი კველევებისთვის, ინგოროყვას სახლობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფრომაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს დაბალი წნევა და დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდა.
ამ დროისთვის მაჩალიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერილია. ის ისევ პარლამენტის წინ, კარავში დაბრუნდა.
თუმცა, როგორც ექიმები აცხადებენ, შვილმოკლული მამა, თავს ისევ სუსტად გრძნობს, მისი მდგომარეობა კი, დღითი-დღე უარესდება.