მალხაზ მაჩალიკაშვილმა შესაძლოა, სუს-ში გამოკითხვაზე უარი განაცხადოს

როგორც “ინტერპრესნიუსს” მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ის იურისტებთან კონსულტაციებს გამართავს და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალხაზ მჩალიკაშვილმა შესაძლოა, გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვოს, პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მაჩალიკაშვილს მათ შესთავაზეს. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ასევე მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მალხაზ მაჩალიკაშვილს იურიდიული დახმარებაც გაუწიონ.
შვილმოკლული მამა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მისთვის გაუსაძლისია შვილის მკვლელებმა დაკითხონ, ამიტომ შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოიყენებს და ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს