მამა დავითი: რამ უნდა მიბიძგოს სამშობლოს დატოვება? მიწას რომ ვჭამდე, მაინც ვერ წავალ აქედან

მამა დავით რუხაძე საქართველოდან წასულ ემიგრანტებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

“ულამაზესი და კოხტა სამშობლო გვაჩუქა უფალმა! რა ჯობია საქართველოს და ქართველობას! მიუხედავად პრობლემებისა, უზომოდ მაბედნიერებს ჩემი ქვეყანა.. მისი ხალხი, ცოტა ჯიუტი და თავისნათქვამა, მაგრამ უსაზღვრო სიყვარულისა და თავგანწირვის შემძლები….

მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ქართველ კაცს უსაზღვროდ თაკარა გული და მოთმინება აქვს…. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო…. ჩემი ქართველები….. ისინი განსაკუთრებით, ვინც უცხო ქვეყნებში შრომობენ, ვისი გულებიც სამშობლოს მონატრებითა და ამ მონატრებით გამოწვეული ტკივილით დაიღალა და დაიფლითა. მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ქართველად გავჩნდი! რამ უნდა მიბიძგოს სამშობლოს დატოვება? მიწას რომ ვჭამდე, მაინც ვერ წავალ აქედან ….. არ შემიძლია… ჩამოსული უცხოელები გამოხატავენ სიყვარულსა და აღფრთოვანებას და ჩვენ კი იმ ანდაზისა არ იყოს:”თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო” ასე გვემართება…..

სამშობლო ერთი აქვს ადამიანს, ერთადერთი და არ მიგვეტოვებინოს! მიყვარხართ! სიყვარულის გამხელისა და მოფერების არ უნდა გვერიდებოდეს! ის თამამად უნდა გამოვხატოთ და გავუნაწილოთ ერთმანეთს!”- აცხადებს მამა დავითი.