მამა მერაბის ლოცვით, 300-ზე მეტ უშვილო წყვილს შვილი ეყოლა!

უშვილო წყვილები წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ხშირად მოდიან. ისინი მამა მერაბის (დეკანოსიძე) მიერ დაწერილ მაცხოვრის ხატს სახლში მიაბრძანებენ. ხდება სასწაული! შვილი 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებსაც ებადებათ და ისეთებსაც, ვისაც გათხოვებიდან 15 წლის განმავლობაში ბავშვი არ ჰყოლიათ.
ფეხმძიმდებიან ისეთი ქალბატონები, რომლებსაც ექიმებმა იმედი გადაუწურეს და ისეთებიც, ვისაც 2-2 -ჯერ ხელოვნური განაყოფიერებითაც არ ჩაესახათ ნაყოფი.
ასეთი მაგალითები უკვე 300-ზე მეტია. მამა მერაბის ტაძარში ყველა ხატი მისი დაწერილია.

ტაძარში სხვა სასწაულებიც მრავლად ხდება – ყველა ხატს მირონი სდის. თუ მამა მერაბის ფეისბუქის გვერდზე შეხვალთ, წაიკითხავთ უამრავი ადამიანის მადლობას… წყვილები მამა მერაბს მადლობას უხდიან, რადგან სანუკვარი ნატვრა აუხდინა და ბოლოსდაბოლოს, შვილი ეყოლათ.

მამა მერაბს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 599-15-38-36 ან მიაკითხოთ დიდ დიღომში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში.