მამიდამ“ ბრალი აღიარა

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა ბრალი აღიარა. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

“ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ”, – განაცხადა “მამიდამ”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში ბრალდებული როენა ხუცურაული 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მასთან ერთად დაკავებული ზინაიდა ქორიძე კი 20 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბრალდებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.