მამუკა ბახტაძე ბრიუსელში აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას დაესწრება

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ბრიუსელში აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებაში მონაწილეობს, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, 4 ივნისს ბრიუსელში ამერიკის ელჩი დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას გამართავს.
„პრემიერი ჩამოვიდა, რადგან მოწვეულია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში. დამოუკიდებლობის აღსანიშნავი მიღება, როგორც წესი, იმართება 4 ივლისს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, იმართება 4 ივნისს. ბევრი სტუმარია დაპატიჟებული, მათ შორის – მამუკა ბახტაძეც, რომელიც ჩამოვიდა, აქედან კი აშშ-ში მიემგზავრება“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.