მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე 15–16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი შეხვედრას გამართავს ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ–ჟომარტ ტოკაევთან, პრემიერ–მინისტრ ასკარ მამინომთან და სენატის თავმჯდომარე დარიგ ნაზარბაევთან. გარდა ამისა, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური ფორუმის გახსნაში.

„ყაზახეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივები, ძალიან ბევრ საკითხს განვიხილავთ, რომლებიც ეხება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ სექტორებს, ასევე ურთიერთობას ჰუმანიტარულ სფეროში“, – განაცხადა ბახტაძემ ბრიფინგზე.