მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, დააფინანსოს „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი, უკრაინელი ტურისტებისთვის

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, „თიბისი ჰოლდინგის” სახელით დააფინანსოს „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “აირზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსებებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება.