მართმადიდებლური ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.

ეკლესია-მონასტრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. სამების ტაძარში ლიტურგიას დღეს 12-საათზე საპატრიარქოს ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიო აღავლენს.

სახარების თანახმად, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, აღდგომიდან მე-40 დღეს კი ქრისტემ თავისი მოწაფეები ბეთანიის ელეონის მთაზე მიიყვანა, ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. კურთხევისას, მაცხოვარი თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება დაიწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.