მარნეულში, ფერმერს 54 სული პირუტყვი მოუკვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ადგილობრივ ფერმერს რქოსანი პირუტყვი დაეხოცა.
როგორც ირკვევა, პირუტყვის მეპატრონემ წამალი, რომელიც საქონელს მისცა, ქალაქ მარნეულში შეიძინა. შედეგად, 54 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიღუპა.
აღნიშნულ ფაქტზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
“ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.