მაშველებმა თბილისის ზღვაზე 14 წლის მოზარდი გადაარჩინეს

– საგუშაგოზე ვიყავი, როდესაც დავინახე – ადამიანი იძირებოდა. მაშინვე წყალში სევცურეთ და ბავშვი გამოვიყვანეთ, სემდეგ წყალში შევბრუნდით უკვე ჩაძირული ბავშვის გამოსაყვანად. სიღრმე დიდი იყო, რთული იყო გაცნობიერება, რომ ფსკერზე ადამიანი იწვა და ვერ ვეხმარებოდით…როცა ვიპოვნეთ, ნაპირზე გამოვიყვანეთ და ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ. ყოველი წამი ძვირფასი იყო… ხალხი გვეუბნებოდა, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო და თავი დაგვენებებინა, მაგრამ მოულოდნელად, სიცოცხლის ნიშნები გაუჩნდა და წყალი ამოახველა. ანუ, ღირდა ბრძოლა. საოცარი განცდაა, როცა ადამიანს გადაარჩენ და ის თვალებში ჩაგხედავს…საოცარი გრძნობაა იმის გაცნობიერება, რომ ვიღაცას შვილი გადაურჩინე – ამბობენ ვიდეორგოლში გმირი მაშველები.

ამის შესახებ ვიდეოკადრებს “Prime Time” ავრცელებს: