მედიკოსები გვირჩევენ, სიცხეში ნაყინი არ მივირთვათ

მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების მთავარი სპეციალისტი ანდრეი ტიაჟელინკოვი, ახალი ამბების სააგენტო „მოსკვასთან“ საუბრისას, ცხელ ამინდში ნაყინის მავნებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, სიცხეში ნაყინის სწრაფად ჭამისას, ზედა სასუნთქი გზების სწრაფი გაციება ხდება, რაც სხვადასხვა მწვავე რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.

ექიმის განმარტებით, ნაყინი ნელა და ოდნავ გამდნარ მდგომარეობაში უნდა მივირთვათ. მისივე თქმით, სასმელის მიღებაც მცირე ყლუპებით არის რეკომენდებული.

ტიაჟელინკოვის რჩევით, ცხელ სეზონზე, უპირატესობა წყალს, ჩაის, ლიმნის ან ხილის წვენს უნდა მივანიჭოთ, და არა – ყავას, გაზიან სასმელებს და რძიან კოქტეილებს, რომლებშიც შაქარი, ცხიმები და დიდი რაოდენობით სხვადასხვა დანამატია.