ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მეზობელი ქალბატონი დაჭრა

 

თელავში 25 ივნისს გვიან ღამით 27 წლის მისმა მეზობელმა, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი ია¬რა¬ღით დაჭრა ქალბატონი.
ადგილობრივების განცხადებით, ქალს თანასოფლელის ნასროლი ტყვია შემთხვევით მოხვდა. ქუჩაში ახალგაზრდა ქალი მიდიოდა, რომელსაც გულმკერდის არეში მოხვდა ტყვია.
იგი სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა.
დაჭრილი ქალი ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება:
“პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უტარდება ყველა შესაბამისი მკურნალობა. იგეგემება მისი თბილისში გადაყვანა, სადაც სხეულიდან ტყვიის ფრაგმენტის ამოსაღებად ჩაუტარდება თორაკოსპია” – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108 ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.