მერკელი ზელენსკისთან შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტი კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

„პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს. სამი ჭიქა წყალი დავლიე, ეს ძალიან მჭირდებოდა. შესაბამისად, ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“, – აღნიშნა მერკელმა.

წყარო: imedinew.ge