მეცნიერები, ბოლო 250 წლის მანძილზე, 570-ზე მეტი მცენარის სახეობის გაქრობაზე საუბრობენ

ბოლო 250 წლის მანძილზე, ბუნებაში 571 მცენარე გაქრა. ამ მონაცემებს მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი ავრცელებს, რომელშიც სტოკჰოლმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შედიან.
მეცნიერებმა გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ XVIII საუკუნის შუა წლებიდან, წელიწადში საშუალოდ, მცენარეთა ორი სახეობა კვდებოდა. იგივე პერიოდში, ეკოსისტემიდან 271 ფრინველი, ამფიბია და ძუძუმწოვარი გადაშენდა.