მეცნიერებმა მავნე აირების სასარგებლო ნივთიერებად გარდაქმნა შეძლეს

ამერიკელმა მეცნიერებმა „ცოცხალი ფაბრიკები“ შექმნეს, სადაც სინათლისა და ნანობიოორგანიზმებით, მავნე აირებს სასარგებლო ნივთიერებებად გადაამუშავებენ.

ნანობიოჰიბრიდული ორგანიზმები ჰაერში ნაპოვნი ნახშირორჟანგისგან და აზოტისგან პლასტიკატს და საწვავს დაამზადებენ. სწორედ სინათლე უდევს საფუძვლად ამ ეკოლოგიურ ტექნოლოგიას, ის მიკროორგანიზმების უჯრედებში ამ პროცესისთვის საჭირო გარკვეულ ფერმენტებს ააქტიურებს.