მეცნიერებმა, „სელფსა“ და სახის კანის ნაადრევ დაავადებებს შორის, კავშირი გამოავლინეს

ერთ-ერთი ამერიკული კოსმეტიკური ფირმის ექსპერტებმა, „სელფსა“ და სახის კანის დაავადებებს შორის კავშირი დაადგინეს. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი „The Sun“-ი იუწყება.

სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ სმარტფონებიდან გამოყოფილ ლურჯ ნათებას, კანის სიღრმეებში შეღწევა შეუძლიათ. რის გამოც კანი, მყიფე და თხელი ხდება.

კანის მოვლის ექსპერტები თვლიან, რომ 18-35 წლამდე ახალგაზრდები, იდეალური რაკურსის შერჩევისას, ტელეფონის ეკრანის წინ, დღეში დაახლოებით 7 საათს ატარებენ.

მათი თქმით, კანის ნაადრევი დაბერების პროცესების შენელება, სმარტფონების წინ ნაკლები დროის გატარებით იქნება შესაძლებელი.

8