მთავრობის განცხადებით ფასების მომატება საგანგაშო არ არის და არც საპანიკო

საქართველოში საწვავი გაძვირდა. ამჯერად, რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება 5 თეთრით გაიზარდა. „სოკარის“ ქსელში ახალი ფასი 2.48 ლარია, „ვისოლში“ – 2.54 ლარი, „ლუკოილში“ – 2.46 ლარი, „გალფში“ – 2.54 ლარი.

3-6 თეთრით გაიზარდა სხვა ტიპის ბენზინისა და დიზელის ფასიც.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასებიც გაიზარდა. საქართველოს ბაზარზე, ბუნებრივი აირის ერთადერთმა დისტრიბუტორმა კომპანია ,,სოკარმა’‘, ქართველ მწარმოებლებს გაზი 10%-ით გაუძვირა. ,,სოკარის’‘ ამ გადაწყვეტილების გამო, ექსპერტები შიშობენ, რომ პროდუქტი, პირველ რიგში კი, პური გაძვირდება. პურის საცხობები ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ და 10%-ით გაძვირებული გაზი პურის ფასზეც აისახება. ჯაჭვური რეაქციით კი ამგვარი ტენდენცია სხვა პროდუქტსაც გააძვირებს, რადგან ფასთწარმოქმნის საერთო სისტემაში, ბუნებრივი აირი ერთ-ერთი კომპონენტია.

მთავრობის განცხადებით ფასების მომატება საგანგაშო არ არის და არც საპანიკო.

წყარო: www.tvm.ge