მილიარდერმა ჯეფრი ეპშტეინმა ციხეში თავი მოიკლა

მილიარდერმა ჯეფრი ეპშტეინმა ციხეში თავი მოიკლა. მისი  ცხედარი ნიუ-იორკის ციხეში საკუთარ საკანში იპოცეს.

ამ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა.