“მინდა იცოდეს რუსმა ხალხმა, რომ ლიეტუვა არ არის მტერი, არ მინდა ჩემს ქვეყანას მტრის იმიჯი შევუქმნა,”- გიტანას ნაუსედა

ლიეტუვას ახლადარჩეული პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა არჩევნებში, ხმათა უმრავლესობით, რეკორდს მიუახლოვდა. პრეზიდენტმა სოციალური თანასწორობისა და პოლიტიკაში ქალთა ჩაბმულობის იდეებს მწვანე შუქი აუნთო.

ცნობილია ასევე ისიც, რომ ნაუსედა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ უჭერს.

ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას, გიტანას ნაუსედამ რუს ხალხთან და რუსულ ენასთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„არ მინდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სიტყვები გამოვიყენო, არ მინდა რუს ხალხს ვაწყენინო და უსიამოვნო სიტუაცია შევქმნა. მე მინდა იცოდეს რუსმა ხალხმა, რომ ლიეტუვა არ არის მტერი. არ მინდა ჩემს ქვეყანას მტრის იმიჯი შევუქმნა. ვფიქრობ, რომ ხალხმა ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა იქონიოს. ძალიან გამიხარდებოდა, რუსული სპექტაკლების, თეატრისა, თუ მუსიკის ხილვა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ნაუსედა რუსულ ენას პოლიტიკის ნაწილად არ მიიჩნევს და გამოხატავს მზაობას, თავადაც ისაუბროს რუსულად, საჭიროების შემთხვევაში.

„სისულელეა, ენა პოლიტიკას დაუკავშირო. როცა ჩემთან რუსულად სურთ საუბარი, მეც ვცდილობ ამის გაკეთებას, თუმცა ამის უნარი ცოტა დავკარგე, თითქმის აღარ მაქვს რუსულად საუბრის საბაბი. როდესაც ინგლისურზე გადასვლას მთავაზობენ, მე ვეკითხები: თქვენ კითხულობთ დოსტოევსკის ინგლისურად? თქვენ , რომ რუსულად საუბარი შეგეძლოთ მაშინ დოსტოევსკის წაკითვასაც რუსულად მოინდომებდით,“  – აცხადებს ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას ლიეტუვას პრეზიდენტი.