მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილის თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა, ინგლისური ენა ხეირიანად არ იცის“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე  წერს:

„ივანიშვილის თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა ინგლისური ენა ხეირიანად არ იცის, არც ქართული იცის და  IQ ბიძინას პინგვინის დონეზე აქვს. მაინტერესებს, რომელ ენაზე და რანაირად უნდა გამოეტანა აზრი ჩემი ინტერვიუდან.

ეს დედაკაცი მისი პატრონის დავალებით თავისი ქვეყნის დაცვისთვის ქართველი ჯარისკაცების გასამართლებას საჯაროდ ლობირებს ჰააგაში. ეს უკვე აშკარად სცდება ოლიგარქის ზოოპარკის თავშესაქცევი თამაშების ფარგლებს“.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის“ (IWPR) მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:  „საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ომის დროს ჯამბაზივით იქცეოდა, აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი კი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი საქართველოში არ შემოიჭრებოდა“.