მიხეილ ცილიკიშვილი: ეს იყო ყველაზე ძლიერი დესანტი ტამიშის ბრძოლის ისტორიაში

ტამიშის საარაკო ბრძოლიდან 26 წელი გავიდა. ბრძოლის მონაწილე მიხეილ ცილიკიშვილი მაშინდელ ბატალიებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იხსენებს: – “1993 წელი, 2 ივლისი, ზარი სახლის ტელეფონზე.(მაშინ არ იყო მობილურები)…
გია გელოვანი: ჯოჯო, ხვალ ვიკრიბებით, ტამიშზე დესანტია, ბიჭებია დახოცილი….
პასუხი: მოვდივარ…
შევიკრიბეთ დაახლოებით 500 მებრძოლი, გზაში შემოგვიერთდა დუშეთის ბატალიონი, მიხაროდა ჩემებურები, (მთიული ვარ)…
5 ივლისი, 17:00, ცაგერა, შეტევა დაიწყო…
ტამიშის პიტომნიკია ჩვენი პირველი მიზანი, იქ დაიხოცა “ავაზა”-ს ბატალიონის შემადგენლობის დიდი ნაწილი….
ეს იყო ყველაზე ძლიერი დესანტი ტამიშის ბრძოლის ისტორიაში
მტერი გაშმაგებით გვიპირისპირდება, ვერ გვაჯობებენ, ჩვენ მოტივაცია გვაქვს, მოტივაცია რომელიც ყველა გრძნობაზე მაღალია,სამშობლოს ვიცავთ გადამთიელებისგან….
ტალახია, ზღვის სიცივე, სისხლის და დენთის სუნია ერთმანეთში არეული, დახოცილი ბიჭები გველოდებიან, მათაც სცივათ….ეეეეხ…
დაახლოებით ნახევარი საათი ტალახში მომიწია ჩაწოლამ, სნაიპერმა დამიჭირა, (იციან მეომრებმა ეს რასაც ნიშნავს)..
ცხინვალამ (ნუგზარ კასრაძე) მოხსნა ის სნაიპერი, გავნთავისუფლდი…
მივიწევთ წინ
6 საათი დაგვჭირდა სულ რაღაც კილომეტრნახევარი მანძილის გავლა…გურიკა გვერდითაა, იმნაიშვილი, გელოვანი, ცხინვალა, თუში, იმედით ვართ…
მივადექით პიტომნიკის მავთულიან ღობეს, გადავჭერით შტიკნოჟებით და შევიჭერით ტერიტორიაზე….
არავის ვუსურვებ იმის ნახვას რაც ჩვენ იქ ვიხილეთ…
2 ივლისს დახოცილ ბიჭებამდე 5 ში შევაღწიეთ, გაბერილები, გაშავებულები, შეცივნულები, ოღონდ სამშობლოსათვის შეწირული, ბედნიერი ჩვენი ბიჭები
ღმერთმა აცხონოს მათი სულები