“მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება, რასაც მაღაროელები ითხოვდნენ, მიღწეულია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომაზე, ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მიღწეულია.
“ჩვენ, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ მდივანს – ირაკლი ღარიბაშვილს, გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრა გვქონდა. ვიცოდით მათი მოთხოვნების შესახებ, გვითხრეს, ასევე, თავიანთი გასაჭირისა და იმ პრობლემების შესახებ, რაც აწუხებდათ. როგორც იცით, გუშინწინ მათი პრობლემა გადაწყდა, მოხდა ურთიერთშეთანხმება.

მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებასა და კონკრეტულად იმ მინისტრებს, რომლებიც ადგილზე იყვნენ ჩასული, მადლობა გადავუხადო. მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ამ ადამიანებს მუშაობა. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია და მოგვარებული იქნება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.