“მოგიწოდებთ, ვიაქტიუროთ და შევიყვანოთ ბავშვები სხვადასხვა სპორტულ მიმართულებებზე”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფესტივალს დაესწრო. ფესტივალში მონაწილეობა 10-წლამდელთა 15 გუნდის 200-მა მოთამაშემ მიიღო. პრემიერმა მორაგბე ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა, სამომავლო სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვა და საჩუქრად ბურთები გადასცა.

“იცით, რომ ეს ბაზა რამდენიმე თვის წინ, ფონდ “ქართუს” დახმარებით გავხსენით. მიხარია, რომ რაგბი უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და უფრო და უფრო მეტი ბავშვი ვარჯიშობს. მინდა მშობლებს მოვუწოდო, ვიაქტიუროთ და შევიყვანოთ ბავშვები სხვადასხვა სპორტულ მიმართულებებზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებსაც შეხვდა და მათ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.