“მოკვდი? – გააგრილე ოჯახი ჩვენ მაცივართან ერთად უფასოდ!”- სოციალური გვერდის სარკასტული განცხადებები, სიკვდილის სახელით

არსებობს სოციალურ ქსელში გვერდი შემდეგი სახელწოდებით: „კუბოები და ვენოკები ევროპიდან“, რომელიც სახელწოდებიდან გამომდინარე, ჭირისუფალს კონკრეტულ მომსახურებას უნდა სთავაზობდეს.

თუმცა, გვერდის ავტორთა ფანტაზია ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და მნახველს „საოცარ“ ფოტოებს, ექსპრომტებს და სიცოცხლის მოტრფიალე პოეტების სიკვდილზე გადაკეთებულ ლექსებს სთავაზობს. მიზანი და მისია ამ გვერდის, ისევე როგორც მისი ავტორების ვინაობა, გაურკევევლია, მათ მიერ გამოქვეყნებული „შედევრები“ კი, რასაც თავად სახალისო გამოწვევად აფასებენ, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ:

“ალბათ ყველას გვახსოვს ასეთი თამაში “გაშეშობანა” , ყველაზე მეტად ის ხალხი მძულდა გაშეშებულ მოთამაშეს, რომ “აცოცხლებდა” 😈

P.S: რადგან სიკვდილი ასე ნავარდობს, სიცოცხლის ყველა კარი დარაზეთ….”

“დღეს დათვრება დავითი
დღეს დათვრება გია
ამ ლამაზ დღეს მეგობრებო
გასვენება ჰქვია

P.S: ეძებ დასალევ მიზეზს ? მაშინ იცი რაც უნდა ქნა….”

“გივიკოს და თამარიკოს
აქვთ კამათი, დავა
ამ ზაფხულს საიქიოში
ვინ რა დროში წავა

გივიკომ თქვა სამოთხეში
წავალ იმ თვის ექვსში,
თამარმა თქვა შენ ჯინაზე
წავალ ჯოჯოხეთში

P.S: აბა მეგობრებო სახალისო გამოწვევა შევეჯიბროთ ერთმანეთს.”

“რა ვუთხრა ისეთ მეგობარს?
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს?
ვინც ვერ ახერხებს ახლობლის
ხეირიანად დამარხვას?

P.S: კიდევ ერთი ცხელ-ცხელი აქცია ცივ-ცივი მიცვალებულებისთვის მოკვდი ? გააგრილე ოჯახი ჩვენ მაცივართან ერთად უფასოდ!!!”

“წელს უკვე 15 წლის გახდი შენ
და თითქოს დიდი ხარ
ვეღარ შემხვდები შენ
ზეცისკენ მიდიხარ,
ვშეშდები ვაშტერებ თვალს
ნუთუ ეს შენა ხარ
ფიქრებში გიხსენებ კვლავ
შენ მკვდრებისკენა ხარ
მერვე კლასელო, მერვე კლასელო
შენ ვერც კი მიხვდი ალბათ
თუ როგორ გაქრა დრო
რომ გაგაღვიძო და მოგაბრუნო
ჯერ ისევ თბილიც კი ხარ
მერვე კლასელო…
პ.ს მერვე კლასი, სტუდენტი, პენსიონერი, 1962-იანი, დრო არაფერს ცვლის, არ არსებობს ადრე და გვიან, მოიწიე ახლოს” 

“ორი მერცხალი ერთ გასვენებას ვერ მოიყვანსო . ხალხური.”

“სამოსსაც ვეღარ გაცმევენ
აღარ გეკვრება ღილები,
გუშინ გაჭიმე ფეხები
დაკრეჭილი გაქვს კბილები.

P.S: ალბათ მოგხსენებათ რა რთულია სათანადოდ შემოსო მიცვალებული, ნუ დაამტვრევ ხელებს ! დაგვიხმარე ჩვენ.”

“ოოოჰ ! რა კარგად წვიმს ! გაიჟღინთა მიწა, რა ჯობს რბილ მიწაში საფლავის გათხრას….

P.S : სიკვდილი არასდროს არის გვიანი ! ნუღარ გააჭიანურებ!”

რა ჯობს გლოვის დღეს გარდაცვალებას?

P.S: “დაასწარი ყველას გახადე წითელი პარასკევი კიდევ უფრო ცრემლიანი…”

“მოკვდი დღეს, დაჯავშნე სამოთხე ჩვენთან ერთად.”

“დილა მშვიდობისა მეგობრებო , დაიწყეთ დილა პოზიტივით , დაფიქრდით და დაასახელეთ თქვენს სანაცნობოში ერთი ადამიანი, რომელიც მალე ჩვენი მომხმარებელი გახდება.”

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ , შეუძლებელია ჩვენს კუბოში იწვე ( არაქვს მნიშვნელობა ცოცხალი თუ მკვდარი ) და ბედნიერების გრძნობა არ გეუფლებოდეს, თუ ეჭვი გეპარებათ, არაა პრობლემა, პრაქტიკაში ცადეთ.”

ბზობას გილოცავთ

Posted by კუბოები და ვენოკები ევროპიდან on კვირა, 21 აპრილი, 2019

ნუ ხანდახან ასეცაა

Posted by კუბოები და ვენოკები ევროპიდან on ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2019