მოსკოვმა გეი-აღლუმის ჩატარებაზე კვლავ უარი თქვა

მოსკოვში 25 მაისს ჩანიშნული გეი-აღლუმი არც წელს ჩატარდება. რუსეთის დედაქალაქის მერიამ გეი-აღლუმის ჩატარების ნებართვა არ გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის რეგიონალური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ვასილ ოლეინიკი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გეი-აქტივისტებს, უკვე 14 წელია აღლუმის ჩატარების ნებართვა არ ეძლევათ.

მიუხედავად ლგბტქ თემის მიერ წარმოებული აქციებისა, 2019 წელს, ოფიციალურმა მოსკოვმა გეი-აღლუმის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შეიყვანა.

„აღნიშნული სახალხო  ღონისძიება არ ეფუძნება დღეისათვის ქვეყნაში არსებულ მოქმედ ნორმებს, საერთაშორისო სისხლის სამართლის და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას“- ნათქვამია მოსკოვის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.