მოსკოვში ასეთი სიცხე ბოლოს 1956 წელს დაფიქსირდა

20 ივნისს მოსკოვში, ჰაერის ტემპერატურა, რეკორდულ მაჩვენებელს, 31 გრადუსს მიუახლოვდა.
31 გრადუსი სიცხე ამ დროისათვის, მხოლოდ 1956 წელს დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ამინდის ცენტრ „ფობოს“ მთავარი სპეციალისტი ევგენი ტიშკოვეცი, საინფორმაციო სააგენტოს «РИА Новости» -ს აწვდის.