მოსკოვში ახალგაზრდა ჟურნალისტი, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში , ფემინისტური გამოცემა “wonderzine”- ის ჟურნალისტი, მარგარიტა ვიროვა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ინფორმაციას რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.
გარდაცვლილის მეგობარი ეგორ სკოვოროდი კი, საკუთარ ფეისბუქ-
გვერდზე დეტალების შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას.
მისი ინფორმაციით ჟურნალისტის სიცოცხლე, უბედურმა შემთხევამ იმსხვერპლა.
ახალგაზრდა ქალი ფანჯრიდან, ფოტოს გადაღებისას გადავარდა.
კოლეგები ჟურნალისტს დადებითად ახასიათებენ.
„ის ყველაზე არტისტული, მგრძნობიარე და გონებამახვილი გახლდათ ჩვენს რედაქციაში“-იხსენებენ მეგობრები.