მოსკოვში მამაკაცს წინდაში 33 ბრილიანტი უპოვეს

მოსკოვის აეროპორტ „შერემეტიევოს“ საბაჟოზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცდილობდა რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეეტანა ძვირფასი ქვები და საიუველირო ნაკეთობები, ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის სატრანსპორტო პროკურატურა ავრცელებს.

საუბარია 33 ცალ დაწახნაგებულ ბუნებრივ ალმასზე, რომლებიც დაკავებულს წინდაში ჰქონდა დამალული.

გამოძიების ვერსიით, მამაკაცს, რომლის ვინაობა არ კონკრეტდება, ბრილიანტები ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გადასცეს.

საბაჟო კონტროლზე აღმოჩენილი კონტრაბანდა ჩამორთმეულია, ხოლო დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მამაკაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: sputnik-georgia.com