მოსკოვში მარათონში მონაწილე მამაკაცი გარბენის დროს გარდაიცვალა

მოსკოვში, მარათონში მონაწილე 51 წლის ვლადიმერ კორჩევსკი გარბენის დროს გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე, სასწარფო დახმარების ბრიგადა მაშინვე მივიდა. მედიკოსები მამაკაცის გადარჩენას ცდილობდნენ, მას პირველადი რეანიმაციული ღონისძიებებიც ჩაუტარდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მარათონში მონაწილე ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მოსკოვის მარათონი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მთელს რუსეთში. გარბენი დედაქალაქის ცენტრალურ სანაპიროზე გაიმართა.