მსოფლიოს აქეთ აქვს ჩვენი ვალი და თან იმდენი, რომ ვერცერთი მსოფლიოს ბანკი მაგ ფულს ვერ მოჭრის. ნუ შეგეშინდებათ სიმართლის თქმის ქართველებო ! – კონსტანტინე მორგოშია:

ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ და პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ დამაარსებელი, კონსტანტინე მორგოშია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

📌❗️1982 წლის 28 მაისს დავიბადე თბილისში, მე და ჩემი ტყუპისცალი დათუნა. სამწუხაროდ, დათუნა ბავშვობაში გარდაიცვალა, აცხონოს მისი სული ღმერთმა. ❤️🙏 დედაჩემი და მამაჩემი არ იყვნენ შეძლებული ოჯახიდან, მაგრამ მაქსიმუმს აკეთებდნენ როგორც ყველა მშობელი, ჩემი და ჩემი ძმებისთვის. მაშინ სსრკ-ს დრო იყო, ცხონებული დედაჩემი სტუდენტი გახლდათ სოხუმში და ამიტომ მეც დიდ დროს ვატარებდი ამ ულამაზეს ქალაქში.❤️🙏 ფაქტობრივად ფეხი იქ ავიდგი, სოხუმში.

ბევრი არაფერი მახსოვს და მითუმეტეს დეტალები, მაგრამ მახსოვს მთავარი. ის, რომ ამ ქალაქში, ყველა ბედნიერი იყო. ❤️🙏 ყველას ერთმანეთი უყვარდა და ყველას სტუმარი უხაროდა. ❤️ თუ ჭირი იყო ვინმესთან ოჯახში, დილის 06:00 საათზე ერთი მეზობელი მივიდოდა და ჭირისუფლის ეზოს დაალაგებდა. მეორე მეზობელი საუზმეს შემოუტანდა ჭირისუფალს და მთელს ამ პროცედურებს მეზობლები ისე აგვარებდნენ, რომ ჭირისუფალს ფაქტობრივად თითის განძრევაც არ სჭირდებოდა. თუ ლხინი იყო, იქაც მეზობლები ყველაფერს აკეთებდნენ. ძირითადად სეფა იშლებოდა 500-600 კაცზე და სუფრას არც მოლხენა აკლდა და არც ჩიტის რძე. ❤️🙌 არავის სტუმრის მოსვლის არ ეშინოდა იმის შიშით, რომ არ შევრცხვეო. იმიტომ, რომ თუ სტუმარი მოვიდოდა, ერთი მეზობელი ცხელი ხაჭაპურებით მორბოდა, მეორე, ტაბაკა წიწილებით და ა.შ. ❤️

იმ საქართველოში, რომელსაც ახლანდელი ჭინკები ოკუპირებულს და დამონებულს ეძახიან. კაცი კაცს ჰგავდა და ქალი ქალს, სპორტშიც უფრო მაგრები ვიყავით, მეცნიერებაში, ხელოვნებაშიც და ყველაფერში. ❤️ მთელი საბჭოთა კავშირი საქართველოში მოხვედრაზე ოცნებობდა. არც ემიგრაციაში მიდიოდნენ ქართველები და პირიქით, მრავლდებოდნენ! ❤️ ქართული ტრადიციებიც მეტად ფასობდა და ეროვნულობაც, არც მორწმუნე ხალხს არავინ არ დასცინოდა და არ ებრძოდა, არც რუსი იყო მტერი და არც არავინ.

ერთი სიტყვით, თავისუფლება მოვინდომეთ, რაც არ არის ცუდი, მაგრამ თავისუფლება ბევრმა ისე წარმოიდგინა, რომ, რაც გინდა ის უნდა აკეთო! არადა ქართული ყველაფრის მთქმელი ენაა და თავისუფლებაც უფლის მსახურებაა, ღირსეული ბრძოლა მისთვის და არა ვინმესთვის მსახურება!!! დაგვაჯერეს, რომ თუ ვიტყოდით – “თავისუფლები ვართ”, უკვე ამით ყველაფერი შეიცვლებოდა!

და, მართლაც შეიცვალა!!! 5,800,000 მილიონიანი ქვეყანა, 33 წელიწადში, 3,700,000 გავხდით და ყველა ჩვენი უფროსი გახდა, ყველას გათვალისწინება ჩვენ გვიწევს!!! მილონზე მეტი ქართველი, უცხოელებს ემსახურება და რასაც იქ შოულობენ და აქ აგზავნიან. იმას ისევ უცხოური ბანკები ჭამენ პროცენტით. ჩვენზე ნაშოვნი ფულით, თუ ტურისტად ჩავედით ევროპაში და ფული დავხარჯეთ, მაგას გვაყვედრიან. 🙂 ქვეყანა შპს-დ და 3-4 კაცის გასართობად იქცა.

50 მილიარდია ქართველების ვალი ბანკებში და საგარეო ვალი იმდენი გვაქვს, რომ შვიდი თაობაც ვერ დაფარავს. რეალობა კი ისაა, რომ არც რუსების ვალი გვაქვს და არც ევროპელების!!! ✅😉 რატომ? იმიტომ, რომ ორმა ქართველმა დაუტოვა მსოფლიოს ატომური ბალანსი და რომ არა ისინი, ახლა არც მოსკოვი იქნებოდა და არც ბრიუსელი!!!

როცა სტალინი ქართველი იყო, როცა ბერია ქართველი იყო, როცა ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა ომებში და ქართველმა აღმართა გამარჯვების დროშაც რაიხსტაგზე!!!

მაშინ მსოფლიოს აქეთ აქვს ჩვენი ვალი და თან იმდენი, რომ ვერცერთი მსოფლიოს ბანკი მაგ ფულს ვერ მოჭრის. ნუ შეგეშინდებათ სიმართლის თქმის ქართველებო ❤️🙌 თუ სიმართლის ლაპარაკს ვისწავლით და გავიაზრებთ, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ❤️🙌

წყარო:

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02dpYyCf8Ws4HNFvpd7FBDGTpYqguVY5WhkHeudAoB4GYSQBDXhVf4AsQ4RcjLFnmGl&id=100093521936242