მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა წყვილმა – ჯონ და შარლოტ ჰენდერსონებმა ქორწინების მე-80 იუბილე აღნიშნეს

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა წყვილმა – ჯონ და შარლოტ ჰენდერსონებმა ქორწინების მე-80 იუბილე აღნიშნეს.
ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 ჯონი 106 წლისაა, შარლოტი  – 105-ის. გინესის რეკორდების წიგნმა ისინი მსოფლიოს უხუცეს წყვილად ოფიციალურად მიმდინარე წლის ნოემბერში აღიარა. ჰენდერსონებმა ერთმანეთი 1934 წელს ტეხასის უნივერსიტეტში გაიცნეს. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაქორწინდნენ.

საზეიმო თარიღის აღსანიშნავად მთელი მათი ოჯახი შეიკრიბა, ჯონმა კი შარლოტს თაიგული მიართვა.

ჰენდერსონები მიიჩნევენ, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის და ბედნიერი ქორწინების მთავარი საიდუმლო ზომიერებაშია.