მსოფლიოში ცნობილი კატა, გრამპი კეტი მოკვდა

მსოფლიოში ცნობილი კატა გრამპი კეტი 8 წლის ასაკში მოკვდა.
მან ხალხს თავი სპეციფიკური და ბრაზიანი სახის გამომეტყველებით დაამახსოვრა.
ყველაზე სევდიანი და უკმაყოფილო სახის კატის ნამდვილი სახელი ტარდარ სოსი (Tardar Sauce) იყო. მის ფეისბუქის გვერდს 8 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა. ინსტაგრამში გრამპის ცხოვრებას თვალყურს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა, ხოლო
ტვიტერში 300 000-ზე მეტი ფანატი ჰყავდა, მათ შორის, ჯენიფერ ლოპესიც.
პოპულარულმა კატამ თავისი 8-წლიანი ცხოვრების განმავლობაში, სარეკლამო კომპანიაში და საკუთარ ფილმში მონაწილეობის მიღება მოასწრო. გარდა ამისა, ბრაზიანი კატა წიგნების, კომიქსების და რამდენიმე ვიდეოთამაშის გმირია, რითაც მანმილიონობით დოლარის გამომუშავება შეძლო.
გრამპი კეტის ორეული ამჟამად, მადამ ტუსოს მუზეუმშია წარმოდგენილი.