მსოფლიო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს (The International AIDS Candlelight Memorial), რომელსაც “აივ დადებითი ადამიანების გლობალური ქსელი” უწევს კოორდინაციას და ცნობიერების ამაღლების კუთხით,  ერთ-ერთ  ძველ და უდიდეს კამპანიას წარმოადგენს მსოფლიოში. ტრადიციულად, ეს დღე მაისის მე-3 კვირა დღეს აღინიშნება  და დღეისათვის მსოფლიო მოწოდებას მსოფლიოს 115 ქვეყანა და 1200 სათემო ორგანიზაცია უერთდება.

წლევანდელი გზავნილია: “აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის.” 2019 წელს საქართველოში ამ დღეს უკვე მეორედ აღნიშნავენ.

წლევანდელ ღონისძიებას უერთდებიან აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცი „ასოციაცია ბროწეული“  და აივ შიდსის პრევენციაზე მომუშავე ორგანიზაციები: “ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ , „ახალი ვექტორი“ „თანასწორობის მოძრაობა“ და „თანადგომა“. კამპანიის მიზანია, პატივი მიაგოს შიდსით გარდაცლილი ადამიანების ხსოვნას, გამოხატოს სოლიდარობა აივ დადებითი ადამიანების მიმართ და გაზარდოს ცნობიერება აივ/შიდსის შესახებ.

1989 წლიდან დღემდე საქართველოში შიდსით 1540 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში რეგისტრირებული 7 569 აივ/შიდსის მქონე პაციენტთა 52%-ს შიდსი განუვითარდა, 54%-მა კი ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. კამპანიის ორგანიზატორთა თქმით, ეს მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე.

19 მაისი-19:00 – აქცია – „დროა აქტიური ბრძოლის უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის“ – სახელმწიფო კანცელარია

შემოგვიერთდით: