მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო სივრცის განთავსებაზე, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

“წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის უნიკალური ადგილი იყო, ამიტომ ამისთვის დღეს ინტერესთა გამოხატვა ცხადდება”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
​მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი მიმზიდველი ცენტრი გახდება.
„რადიოქარხნის ტერიტორია ერთ-ერთი უნიკალური ადგილია, რომელიც შეგვიძლია, კულტურული თვალსაზრისით, ახალგაზრდული მიმართულებით ერთ-ერთ მიმზიდველ ცენტრად ვაქციოთ.​
​​აქ უნდა განთავსდეს სარეკრეაციო სივრცე. გასართობი, ახალგაზრდული სივრცე უნდა შეიქმნას და, როგორც გითხარით, ეს გახდება ერთ-ერთი მიმზიდველი ცენტრი. დღეს ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას ზუსტად იმ კონცეფციით, რომელიც „კოლიერსისა“ და ჩვენი ერთობლივი მუშაობით მომზადდა.
​არაერთი შეხვედრა გვქონდა ბიზნესსექტორთან, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა ამ პროექტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, დიდი ინტერესი იქნება ამ თემაზე. დარწმუნებული ვარ, მაგარი პროექტი გამოვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის რეალიზებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება.