მწვანე სკოლასთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა

„მწვანე სკოლასთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, იურისტ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით:

„15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ფაქტია და ცალსახაა, რომ ლუკას სიკვდილთან კავშირშია ადმინისტრაცია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაიწყოს გამოძიება. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გულგრილად ეკიდება თავის უფლება-მოვალეობებს, რაც გამოიხატება როგორც განათლების, ისე სხვადასხვა სფეროში“.

 აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე „მწვანე სკოლაში“ სასწავლო პროცესის შეწყვეტას მოითხოვენ.

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის შენობიდან წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ დაკავების შემდეგ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

„მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.