ნათია ბერიძის უნიკალური ვიდეოკადრები, თუ როგორ გეგმავენ ნაცები სახელმწიფო გადატრიალებას

ჟურნალისტი ნათია ბერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელიც პარლამენტის წინ მმდინარე აქციის დროს გადაიღო. კადრებში ასახულია, თუ როგორ გეგმავენ ნაცები სახელმწიფო გადატრიალებას. – “ვიდეო # 1 – უყურეთ, გრიგოლ ვაშაძე როგორ მირტყამს ხელს, რომ არ გადავიღო, რასაც ისინი თათბირობენ, კარგად მოუსმინეთ შავგულიძეს, როგორ ამბობს რომ ხალხმა არ უნდა იარონ სამსახურებში, ბარამიძე ამბობს, რომ მოაწყონ სასწრაფოდ დესტაბილიზაცია… მერე ვაშაძე ხელს მირტყამს! კაცი რომელიც საქართველოს პრეზიდენტობას აპირებდა!!!

ვიდეო # 2 – როგორღაც მოვახერხე და შევძვერი იქ, სადაც თათბირობდნენ. გვიან შემამჩნიეს. გამორთეს მიკროფონები, დინამიკები, ყველანაირი აპარატურა, რომ ხმა ხალხში არ გაპარვოდათ, გუბაზ სანიკიძე იძახის, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ უნდა მოუწოდონ ხალხს!!! სიტყვები შეგიძლიათ გაშიფროთ, მერე ნახავთ ქალებიც კი რა აგრესიულები არიან ჩემ მიმართ!!! – საბოტაჟები მოვაწყოთ…. ეროვნული დაუმორჩილებლობა, მთავრობის გადადგომა პლიუს იმ კანონის მიღება… უნდა გადავიყვანოთ სასწრაფოდ პოლიტიკურში, მობილიზება გავაკეთოთ !!!!” – აი, ეს ისმის!” – წერს ნათია ბერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და პოსტს თან ურთავს მის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას.