ნათია გახარიას ჩანახატი: რამ გამახსენა ბაბუაჩემის “ტაჩილა?”

ბაბუაჩემს ქონდა ერთი კაი რამ, “ტაჩილას” ეძახდა. კარგა გვარიანი დანადგარი იყო. მასიური. ლესავდა. მთელს სამეზობლოს ჩვენთან დაჰქონდა დანა-ხანჯალი, ბარ-თოხი და ა.შ. “გემლასრე აკა პატნი თე ბურჭული (კვაღა, არგუნი…) დო ურქ იშო”-ვა ეტყოდნენ, საუბრით გულს რომ იჯერებდნენ მერე. ადგებოდა ბაბუაჩემიც და ჩართავდა. ისე საშინელი ხმა კი ქონდა. ნაპერწკლებსაც ყრიდა. აი, მაგის ყურება გვიყვარდა ჩვენ. “ა, პატნი სი ჩქიმი ორექნი”-ა ეტყოდა და გაუშვებდა ბაბუაც მადლიერ მეზობელს. მანამ კი ცერა თითით გაუსინჯავდა პირს (გაუსვამ-გამოუსვამდა) : “ოხო, ხო ართო ციმლარი რე” -ნია – კმაყოფილებით იტყოდა.

ხოდა რას მოვაყოლე ამხელა ისტორია?! – ახლა მომცა ეგ ბაბუას “ტაჩილა” და დანა-ჩანგალი, რესტორმებში (თუ სხვა ნებისმიერ ამგვარ დაწესებულებაში) რომ დაგიდებენ მატრაკვეცულად. ჩანგალი ჯანდაბას, ამ დანამ შეიწირა ჩემი მშვიდი და გაწონასწორებული ბუნება :)). ან რაფერ გინდა ეჯაჯგურო მორთმეულ საკვებს, ხომ ჩაგეშალა?! ამასთანავე, ზიხარ მოკრძალებით, განაზებული და… დიბშკვიდი ბოში.