ნათია გახარია: სირცხვილია! უბრალოდ, მართლა სირცხვილია!

– “ეს შურუბუმუს მღვიმის შესასვლელია. ალბათ, იცანით!!!
ის ადგილია სიამაყით რომ ამოდიხართ და სტუმრები ამოგყავთ: აი, ბატონო, რა ბუნება და ჰაერი გვაქვსო. ხელებს გაშლით და ქვეყანა თქვენი გგონიათ. ის ადგილია, სელფებს რომ იღებთ და მინიმუმ 2 კვირა ფეისბუქსივრცეში ატრიალებთ, “სამოთხეში” ვიყავითო. და ის ადგილია, სუფრას რომ გაშლით, მოილხენთ (ამ მიწა-წყალსაც “დალოცავთ), ისიამოვნებთ, სხვასაც ასიამოვნებთ, სტომაქს ამოივსებთ იმ ჰაერითაც და სხვა ავლადიდებითაც, ხოდა ნაგავსაც აქვე დაყრით და არხეინად მიდიხართ…

სირცხვილია, უბრალოდ, მართლა სირცხვილია!!! თქვე დალოცვილებო, არამგონია ისე თვრებოდეთ (ბუნებით, ან ალკოჰოლით) რომ გონებაცა და ფეხიც ერთდროულად აგერიოთ, დაუძლურდეთ და მხოლოდღა საკუთარი გვამები წაათრიოთ სახლებში…
სიყვარულით ❤” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფილოლოგი ნათია გახარია და მღვიმის შესასვლელის ფოტოს აქვეყნებს