“ნატაშა კარალიოვა, შენ უკრაინაში ყოფნის მეტი უფლება გაქვს, ვიდრე სააკაშვილს”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ნატაშა კარალიოვა, იქნებ შენც შეგიშვან ისტორიულ სამშობლოში? შენ ამის უფრო მეტი უფლება გაქვს, ვიდრე სააკაშვილს“, – წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, საქართველოს ექს-პრეზიდენტს,  ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდა, რომელიც მას პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ჩამორთმეული.

ცნობილ მომღერალ ნატაშა კარალიოვას კი, ქვეყანაში შესვლა ტერორისტული იდეების მხარდაჭერისთვის,  აეკრძალა.