ნაძალადევის რაიონში 2019 წლის 6 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები

ნაძალადევის რაიონში 2019 წლის 6 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები:

საგზაო ინფრასტრუქტურა 42 075კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;

12 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო;

4 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა;

6 მისამართზე ტრენაჟორები დამონტაჟდა;

184 მისამართზე კეთილმოწყობის და იერსახის მოწესრიგების სამუშაოები შესრულდა;

2 მისამართზე საცხოვრებელი შენობის გამაგრება განხორციელდა;

16 მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია შესრულდა;

8 კორპუსში ახლით შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები;

8 ლიფტის რეაბილიტაცია-მოწყობა განხორციელდა;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 62 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა;

282 მისამართზე შესრულდა გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები;

7 კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიება გაიმართა;

2019 წლის 6 თვეში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 8 170 243 ლარი დაიხარჯა.