ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ნიკა გვარამიას სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

პროკურატურამ, 9 აგვისტოს, ნიკა გვარამიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.

„ გირაოს გადახდას არ ვაპირებ. გირაოს გადახდის ვადა 30 დღეს შეადგენს“, – განაცხადა გვარამიამ.

გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლება.