ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ ამ წუთებში გამოაცხადა.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პრეზიდენტ შტაინმაიერთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერს ანგელა მერკერს კანკალი დაეწყო. მას წყალი მიაწოდეს, რაზეც უარი თქვა. მინისტრმა კაბინეტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კანცლერი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ოსაკის „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.ანგელა
მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე შეუძლოდ კიდევ ერთხელ გახდა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.