ნინული ქავთარაძე: თქვენ მაშინაც თვალზე ხელს იფარებდით, როცა ციხეებში ადამიანებს აწამებდით!

– “პირველი რიგში იმ ადამიანებს მინდა მივმართო ვინც გავრილოვის პარლამენტში სპიკერის სკამზე დაჯდომა გულწრფელად გააპროტესტა და გითხრათ რომ ძალიან მაგარი, ქვეყნის ერთგული, პატრიოტი ადამიანები ხართ და მათ შორის მეამაყება რომ ბევრი ჩემი მეგობარიც იყო, სამწუხაროდ შემდგომში ამ პროტესტს პოლიტიკური სახე მიეცა და სრული ლუსტრაცია მაშინ დაიწყო.

შეცდომაში შეყვანიული ხალხის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში განახევრდა და დარჩნენ ვინ – ნაცების, ბარიგების, ლგბტ აქტივისტების, ჩახდილი და წაკუზული გირჩელების, საიდუმლო სირობის ავტორ დეისაძეების, პრეზერვატივზე თამარის, ბაგრატოვანთა გერბისა და მაკურთხეველი მარჯვენის დამხატველების და მათი მყვარებელ – მეხოტბეთა მცირე რაოდენობა, რომელთაც ისევე ადარდებთ საქართველოს ოკუპაცია, როგორც მე ამინდი ნიკარაგუაში. გია ბარამიძის ფოტო ვნახე თვალზე ხელ აფარებული – მაშინაც თვალებზე ხელებს იფარებდით გიავ ბატონო აფრასიძეები ბავშვების თვალწინ რომ ჩაცხრილეთ? თვალზე ხელებ აფარებულებმა დაარბიეთ და დაასახიჩრეთ ასობით ადამიანი 26 მაისს და 7 ნოემბერს! სახურავებზე მიცვალებულებიც თვალებზე ხელებ აფარებულებმა დააწყვეთ და ციხეებშიც თვალებს ხუჭავდით და ისე კლავდით წამებით ალბათ ხალხს…. როგორ იღებთ საერთოდ ხმას და ბევდავთ ხალხში გამოჩენას.


თქვენს სინდისზეა აფხაზეთის საზღვრის ჩაკეტვა – დიალეზის პროგრამაში მყოფი ჩვენი ქართველები დღეს არ გადმოუშვეს და შეიძლება იქ ქართველი მოქალაქეები დაიღუპნონ, თქვენს სინდისზეა ასობით ათასი დაკარგული ტურისტი და ჩაგდებული სეზონი ბანკის ვალებითა და პოტენციური უსახლკაროდ დარჩენილებით. თქვენს ბინძურ და სამარცხვონო გადატრიალების გეგმებს შეეწირა და შეეწირება ის ასობით ადამიანი ვინც რუსეთშია ეხლა და შესაძლოა გამოყარონ , შეწყდეს თანხების გადმორიცხვები – რითიც სულდგმულობენ აქ მყოფი და უმუშევარი ადამიანები, პენსიონრები და მოზარდები.

თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომლებმაც შეურაცხყოფა არა მარტო ცოცხლებს, არამედ მიცვალებულებსაც მიაყენეთ და მტრის წინაშე ჩაიხადეთ და წაიკუზეთ, რითაც თავი მოგვჭერით კავკასიაში, თქვენ წმინდა თამარ მეფის გამოსახულება პრეზერვატივს დაახატეთ, ეგეც არ იკმარეთ და ბაგრატიონთა გერბი, მაკურთხეველი მარჯვენა, სააღდგომო კვერცხები გამოსახეთ ასევე პრეზერვატივზე. თქვენი აქტივისტი პირდაპირ ეთერში აგინებდა და მიწასთან ასწორებდა ერის სულიერ მამას პატრიარქს და ამაზე მომდომებით ტაშს უკრავდით, თქვენი აქტივისტი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამოდიოდა და მეორე დღეს გამყიდველზე კისერზე დანის მიბჯენით მაღაზიას ძარცვავდა, მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტების პოლიგონად აქციეთ სისხლით მორწყული რუსთაველის გამზირი…..და ბოლოს თქვენ (ბევრი პარალელურად რუსეთის მოქალაქეა) გინდოდათ სუფთა ადამიანების ხარჯზე ხელისუფლების დამხობა, მაგრამ  ვერ გამოგივიდათ – გიცანით….

ხო და ეს ქვეყანა თქვენი სათრევი არააა, და არც მოგცემთ მაგის საშუალებას, ეს კარგად დაიმახსოვრეთ თქვე არასწორებო!” – წერს პორტალ დედაქალაქის მოდერატორი, ნინული ქავთარაძე