ნიჟნი-ნოვგოროდში, ტროტილის მწარმოებელ ქარხანაში, მასშტაბური აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში, ტროტილის მწარმოებელ ქარხანა „კრისტალში“ მასშტაბური აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება არის საკმაოდ ძლიერი, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფრომაცია ამ დრომდე ზუსტდება.

„წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი სამუშაოების წარმოების დროს ტექნიკური პრობლემების წარმოქმნაა“ – აცხადებენ უწყებაში.