ნომინაციაში „საუკეთესო დუეტი” ვალერი მელაძემ და მოტმა სიმღერით Сколько лет გაიმარჯვეს

ტელეარხ RU.TV-ს რუსული მუსიკალური პრემიის ვერსიით, ვალერი მელაძისა და არტისტის ლეიბლიდან Black Star დუეტი საუკეთესოდ აღიარეს.

მოსკოვის მრავალდონიან საკონცერტო დარბაზში Crocus City Hall 25 მაისს გაიმართა მუსიკალური პრემია, სადაც შეიკრიბნენ რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ელიტური პერსონები, ბლოგერები, ჟურნალისტები და მსმენელები.

შოუს წამყვანები იყვნენ მომღერალი და კომპოზიტორი არტიომ ივანოვი და მომღერალი პოლინა გაგარინა.

მომღერლები სხვადასხვა ნომინაციაზე წარადგინეს. მათ შორის იყო „საუკეთესო დუეტი”, რომელშიც გაიმარჯვეს მოტმა და ვალერი მელაძემ სიმღერით “ Сколько лет.”

ჯილდოს ფოტო თავად  ვალერი მელაძემ გამოაქვეყნა  წარწერით:

„საუკეთესო დუეტი მე და მოტი @mmott23 Ру.тв-ს ვერსიით! კარგი ნამუშევარია.”