ნორვეგიაში, მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ნორვეგიაში, მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ამ ინფორმაციას   „BBC“-ი ავრცელებს.

თავდასხმა ალ-ნურის ისლამის ცენტრში მოხდა. პოლიციის მისვლამდე, ბოროტმოქმედი მეჩეთში მყოფებმა გააუვნებელყვეს.

ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. მისი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.